ეკატერინე ტიკარაძე: ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება

“ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემია კვლავ გრძელდება.

„ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. ჩვენ დღეს არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, პანდემია კვლავ გრძელდება. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში რეგულაციები მნიშვნელოვნად მკაცრდება. გურიის რეგიონში ეპიდვითარება საყურადღებოა და სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ადგილზე გავივლით და მივცემთ იმ ინფორმაციებს, რომელთა დაცვაც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ გურიაში საჭირო არ გახდეს რეგულაციების გამკაცრება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები