საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“გუშინ, 2021 წლის 24 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაძაბული ვითარება იყო. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბალდის მამათა მონასტერში წირვა აღავლინა.

სასულიერო პირები, რომლებიც 8 მარტს მარტვილში გამართულ სამღვდელო შეკრებაზე მას სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, წირვის შემდეგ, მრევლის ნაწილთან ერთად, მეუფეს მონასტერში შეხვდა.

ხანგრძლივი საუბრისას ისინი კვლავ ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას, დაიწყეს სიტყვიერი დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი ბრალდებები, პროვოკაციული შეძახილები. საბოლოოდ, სასულიერო პირები მეუფეს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ.

საგულისხმოა, რომ ამ ინციდენტს წინ უძღოდა 22 მარტს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც იგი ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებდა, არ დამორჩილებოდნენ ეპარქიის ახლადდადგენილ მღვდელმთავარს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები