ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში გვაქვს წითლისკენ მიმავალი რეგიონები, არ გამოვრიცხავთ შეზღუდვების დაწესებას
“საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც უკვე წითლის მიმართულებით მიდის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, წითელ ზონაში შეიძლება, მოხვდნენ იმერეთი, გურია და თბილისიც.
,,შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა უკვე, ვინაიდან ჩვენ საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, უკვე წითლის მიმართულებით მიდის აქტიურად.
ეს არის ამ ეტაპზე იმერეთი, გურია და, სხვათა შორის, თბილისიც, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. დადებითობის მაჩვენებელი არის 2.2, ასევე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც, რა თქმა უნდა, მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამორიცხავთ შეზღუდვების დაწესებას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.