დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ძლიერი ყინულმოცვის (უხვი ნალექისა და ყინვის) გამო, დაზიანდა მაღალი ძაბვის 110 კვ(საჰაერო) გადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს, ჭართალს, ხანდოს ხეობას, გუდამაყარს.
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დილის 6 საათიდან შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.