ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვენს ქვეყანაშიც ვსაუბრობთ მესამე ტალღაზე, იმუნიზაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას აცხადებს, რომ იმუნიზაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მარტო წითელას აცრამ 2.5 მილიონი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, იმუნიზაციის პროცესი. ელემენტარული სტატისტიკა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მარტო წითელას აცრამ 2.5 მილიონი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ COVID-19-თან მიმართებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ხელშესახები მეტი დავუპირისპირეთ ამ ინფექციას, რომელიც რამდენიმე ტალღას ავითარებს ევროპის ქვეყნებში. ჩვენს ქვეყანაშიც ვსაუბრობთ მესამე ტალღაზე. მსგავსი ტიპით ცხოვრება რომ არ გაგრძელდეს, რაც, თავისთავად, უკავშირდება ბუნებრივია ამ გახსნა-დაკეტვასთან დაკავშირებულ დისკომფორტს და, გარდა დისკომფორტისა, ეკონომიურ, ძალიან სერიოზულ რეცესიას“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.