ჯანდაცვის მინისტრი შეზღუდვების კვლავ დაწესებას არ გამორიცხავს

“არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„რაც შეეხება მესამე ტალღას, ის მოსალოდნელია და ყველა ნიშნული, რომელიც დღეს მომატებულია, გვაძლევს იმის ეჭვსა და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის არის ცნობილი. ამაში ვგულისხმობ, პირველ ყოვლისა პირბადის გამოყენებას, დისტანციის დაცვასა და პირად ჰიგიენას. არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები არის ეფექტური გზა, თუმცა ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები