ეკატერინე ტიკარაძე: ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს მესამე ტალღის დასაწყისს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის 50 შემთხვევა მესამე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს.
„ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს მესამე ტალღის დასაწყისს, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არის საყურადღებო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მეტად მობილიზებული. სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა და პირბადე ჯერჯერობით რჩება ყველაზე საუკეთეო საშუალებად პანდემიასთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით დღეს აიცრა.