გერმანელი ინჟინერ-გეოლოგი: საჭიროა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი

თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგის, პეტერ ნიუმანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება დასჭირდება.

„უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება, სწორია. ამჟამად, სავარაუდოდ, არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა გატარდეს პირველადი ზომები, როგორიცაა: გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.

„საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც მხოლოდ ერთი გზით არ გადაიჭრება. საკმაოდ ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს სამუშაო პროცესს. უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება“, – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები