აფრიკის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
თბილისში, აფრიკის დასახლებაში მაღალსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა.
შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა, რა დროსაც 35-წლამდე ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ბრიგადები.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.