ამირან გამყრელიძე: 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას 25 მარტიდან შეძლებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას 25 მარტიდან შეძლებენ.

“იმის გამო, რომ სამედიცინო პერსონალის აქტივობა არის ნაკლები, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 25 მარტიდან გაიხსნას რეგისტრაცია დამატებით ჯგუფებზე. ესენი გახლავთ 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები, ნებისმიერს შეუძლია, დარეგისტრირდეს და აიცრას”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები