თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
თბილისის მერიის განცხადებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.
„თბილისის მერია ოპერატიულად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის თაობაზე“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.