ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის, არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში იაპონიის პრემიერ–მინისტრ სანაე ტაკაიჩს სრული მხარდაჭერა“ გამოუცხადა.
ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ტაკაიჩს „ძლიერი, მტკიცე და ბრძენი ლიდერი” უწოდა, რომელიც იაპონიის მომავლისთვის სამუშაოს მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს.
“პრემიერმინისტრი ტაკაიჩი ის ადამიანია, რომელიც ძლიერ დაფასებას იმ საქმისთვის, რასაც ის და მისი კოალიცია აკეთებენ. ჩემთვის პატივია, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მას და იმას, რასაც მისი პატივსაცემი კოალიცია წარმოადგენს” – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ თეთრ სახლში მის მიღებას 19 მარტს ელის.
შეგახსენებთ, 24 იანვარს სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და პალატის რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა, რომლებიც 8 თებერვალს გაიმართება.