საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3843 თანამშრომელი აიცრა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 22 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3843 თანამშრომელი აიცრა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.