პოლიტიკაში დარჩენაზე ჟურნალისტებთან გაჟღერებულ განცხადებას გიორგი გახარია “ფეისბუქპოსტით” ამყარებს
პოლიტიკაში დარჩენის შესახებ ჟურნალისტებთან გაჟღერებულ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტით ამყარებს.
“არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში და საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ფონად კელი დეგნანი ჩანს.