არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

“საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს!

ჩვენ ერთი სამშობლო და თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს.

გილოცავთ გაზაფხულის, იმედის და განახლების დღესასწაულს! ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!”,- აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები