“ულტიმატუმის ტონში საუბარი მეტყველებს იმაზე, რომ ან ამ ხალხს აქვს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არასწორი შთაბეჭდილება, ან მათი განწყობა იყო იმის საპირისპირო, რასაც შეთანხმება ჰქვია”

“ულტიმატუმის ტონში საუბარი ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ ან ამ ხალხს აქვს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არასწორი შთაბეჭდილება, ან მათი განწყობა იყო იმის საპირისპირო, რასაც შეთანხმება ჰქვია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პოზიცია იგივე რჩება, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ აქვს.

,,დაიწყო გაყალბებულ არჩევნებზე საუბრით, რომლის ერთი მტკიცებულებაც კი ვერ ვნახეთ. საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ ევროკავშირის გაცხადებული ოფიციალური პოზიცია გვაქვს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ აქვს. ოპოზიციას ყველა მოუწოდებს, პარლამენტში შევიდეს, ვინაიდან ინსტიტუციური დემოკრატია ვერ განიხილავს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში პარლამენტს გარეთ. ამის შემდეგ ვიხილეთ მცდელობა და ურთიერთბრალდებები, რომ რომელიმე მხარეს კომპრომისზე წასვლა არ სურს და კონსტრუქციულად არ არის განწყობილი. ბოლოს ვიხილეთ, პრაქტიკულად, უდავო აღიარება, მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დასახელდა, როგორც ულტიმატუმი, პირდაპირ ეკავა ხელში ოპოზიციას შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი მოეხსნათ. მათი განწყობა იყო რეალურად ისეთი, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო, მაგალითად, ბატონი მელიას პატიმრობა არ შეიძლება, წინაღობად არსებობდეს. ულტიმატუმი, რომელიც დასახელდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, როგორც მოლაპარაკების გაგრძელებისთვის აუცილებელი წინაპირობა, იყო პრაქტიკულად მთლიანად შესათანხმებელი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკება უნდა გამართულიყო. ულტიმატუმის ტონში საუბარი, ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ ან ამ ხალხს აქვს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არასწორი შთაბეჭდილება, ან მათი განწყობა იყო იმის საპირისპირო, რასაც შეთანხმება ჰქვია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები