თამარ ტალიაშვილი: საპარლამენტო პლატფორმაზე კვლავ უარი თქვა რადიკალურმა ოპოზიციამ

“საპარლამენტო პლატფორმაზე კვლავ უარი თქვა რადიკალურმა ოპოზიციამ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის, წევრი თამარ ტალიაშვილი წერს და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების თემას ეხმაურება.

“მედიატორმა შეგვახსენა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები, რეგიონული უსაფრთხოება, კოვიდ კრიზისის სოციო-ეკონომიკური შედეგები. ვთანხმდებით, ეს ურთულესი თემებია, მძიმე საკითხები და ასეთ სტრესულ ვითარებაში ქვეყნის მართვაში მონაწილეობა რთულია.

ბატონმა დანიელსონმა ლიდერების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. შეახსენა მხარეებს, რომ სწორედ კრიზისების დროს ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.

რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება – მაინც არ აიღონ მანდატით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, გვიტოვებს ერთ ლოგიკურ ახსნას. ურჩევნიათ მარტივი გზით სიარული – მარტივია გარედან დესტრუქცია და კრიტიკა.

პოლიტიკური მოთამაშეებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი უკვე მერამდენე თვეა ადასტურებს, რომ პოლიტიკური უთანხმოება ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, ამისათვის არსებობს პარლამენტი. ეს არის ევროპული ხედვა, ტრადიცია და გენერალური რეკომენდაციაც, ამ შემთხვევაში.

მწვავე ️გლობალური და რეგიონული პრობლემების ფონზე არავის აქვს უფლება, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური გამწვავებებით არიოს საქვეყნო დღისწესრიგი.

️გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის მიღწევებსა და მომავალს”, – წერს თამარ ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები