ანრი ოხანაშვილი: ყველა მხარესთან მიმართებით არის მოწოდება, რომ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება შედგეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია პროცესში, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში შემდგომი სტაბილური განვითარება იყოს.

„ჩვენი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ ამ პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა აქტიურად, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ვახორციელებთ იმით, რომ ვსხედვართ მოლაპარაკების მაგიდასთან, გვაქვს მზაობა სამართლიან, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ შეთანხმებაში მივიღოთ მონაწილეობა. ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში შემდგომი სტაბილური განვითარება იყოს უზრუნველყოფილი, ყველა მხარესთან მიმართებით არის მოწოდება, რომ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება შედგეს. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული, როდის ტარდება არჩევნები და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები