ჰანს ვან ბაალენი: ქართველ ხალხს სჭირდება სიცხადე და კონკრეტული წინადადებები – პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ
“ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელი, ჰანს ვან ბაალენი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.
როგორც ბაალენი სოციალურ ქსელში წერს, ქართველ ხალხს კონკრეტული წინადადებები სჭირდება.
“ქართველ ხალხს სჭირდება სიცხადე და კონკრეტული წინადადებები. მიმდინარე მედიაციის პროცესში მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯებს. ამასობაში კი პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, ნიკა მელია – უნდა გათავისუფლდნენ“, – წერს ჰანს ვან ბაალენი twitter-ზე.