„ბნელი“ საქმეები „ეშმაკის“ ბაზარში ანუ აბანოების უბანში – კრიმინალი XIX საუკუნის თბილისში

ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების შესახებ ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის თბილისელი მხატვარი და მწერალი კარაპეტ გრიგორიანცი. მცირე ამონარიდი მისი წიგნიდან – “ძველი თბილისური ამბები” –  რომელიც ახლა გვინდა, შემოგთავაზოთ, მაშინდელ დედაქალაქში კრიმინალური მდგომარეობის შესახებ გვიყვება.

„ქალაქიც ასიოდე მუშას ინახავდა ქუჩების დასაგველად. იმ დროს მოქალაქენი მეეზოებს არ ინახავდნენ, გარდა ღამის ასასებისა, ისინიც ყარაულობდნენ მხოლოდ ბაზრის დუქნებს და არა სახლებს. ამის მიზეზითაც იმთავითვე პოლიციის დარაჯების უქონლობის გამოდ მუდმივად ქალაქის სახლები, დუქნები და ხალხი ერთავათ იცარცვებოდა. როგორც შემდეგში დაინახავთ მთელს ქალაქში პოლიციის მოხელენი ათი სული არ იქნებოდა, რაღა თქმა უნდა, რომ ცარცვა გლეჯა და კაცის კვლა ხშირი იქნებოდა.

ამგვარი საქმეები ყველაზე უფრო ხშირად ხდებოდა „ეშმაკის“ ბაზარში, ანუ აბანოების უბანში, სადაც სპარსელები, ოსმალეთის ხალხი და სხვა მხრიდან ჩამოსულნი უსათუოთ იქ მოიყრიდნენ თავსა, რადგან ფურგუნები იმ უბანში ჩერდებოდნენ, „ეშმაკის“ ბაზრის მგზავსი ადგილი ერთიც იყო რიყე, სადაც გაყიდული საქონლის პატრონი ფულს თავის სახლში ვეღარ მიიტანდა, ან ჯიბიდან ამოაცლიდნენ, ან ბუმაჟნიკს დაუგდებდნენ, განგებ ფულს აპოვნინებდნენ, ან კიდევ ყალბი ქამრისა და სხვა ნივთების მიყიდვით ჯიბებს ერთიანად დაუცარიელებდნენ. უკეთუ ამგვარ იშკილბაზობით ვერაფერს გააწყობდნენ, მაშინ სადმე დაჰპატიჟებდნენ და კარტის თამაშობაში ერთიანად გააკოტრებდნენ და ანაზდათ აქ იქა მიიმალებოდნენ.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები