ეკატერინე ტიკარაძე: ახლო მომავალში, მეორე-მესამე კვარტალში ვაქცინების საკმაოდ ფართო არჩევანი გვექნება

“ახლო მომავალში, მეორე-მესამე კვარტალში გვექნება ვაქცინების საკმაოდ ფართო არჩევანი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე ,,დღის ქრონიკაში” განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებელთან.

„გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. ასევე, გვაქვს ხელშეკრულება დადებული ინდური წარმოების AstraZeneca-სთან დაკავშირებით და ველოდებით მათგან მოწოდების თარიღის დადგენას. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპრილის პირველ ნახევარში გვექნება წვდომა ჩინურ ვაქცინაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ Pfizer-თან მიმართებით მოგვეცა საშუალება, რომ COVAX-პლატფორმის მიღმა, მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკება ვაწარმოოთ, რაც ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც Moderna-სთან, ასევე Johnson&Jonson-თან და ალბათ ახლო მომავალში, მეორე-მესამე კვარტალში გვექნება ვაქცინების საკმაოდ ფართო არჩევანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები