საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიბერთავდასხმის გამო, www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები. პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციები შეგიძლიათ, იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდებზე: https://www.facebook.com/parliamentgeo https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები