მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპოტრის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ თბილისის მერიის  აღნიშნული.

მათივე ცნობით, გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყერული პროცესები გააქტიურდა.

“მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები