COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად “ცხელი ხაზი” ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად “ცხელი ხაზი” – 15 22 ამოქმედდა.

“ცხელი ხაზის” მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აირჩიონ სასურველი დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ. ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები