ივანე ჩხაიძე – ვაქცინაციაზე: ეს ის მომენტია, როდესაც ნემსის ჩხვლეტა დაკავშირებულია სასიამოვნო პროცესის დაწყებასთან – 2021 წლის ბოლოსთვის პანდემიისგან გავთავისუფლდებით
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის დაწყება ისტორიული მომენტია.
მისივე თქმით, საზოგადოება 2021 წლის ბოლოსთვის პანდემიისგან გათავისუფლდება.
“ეს ის მომენტია, როდესაც ნემსის ჩხვლეტა დაკავშირებულია სასიამოვნო პროცესის დაწყებასთან. ეს არის ისტორიული მომენტი და დარწმუნებული ვარ, საქართველო მიაღწევს მიზანს და ჩვენ 2021 წლის ბოლოსთვის პანდემიისგან გავთავისუფლდებით”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.