რაზე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილმა და კრისტიან დანიელსონმა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც მე-4 დღეა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული.

“ორბელიანების სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები