კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს, 08:15 საათზე შემოვა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება, მას ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

როგორც ცნობილია, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

„ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები