ტექნიკური პრობლემის გამო, მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს
ტექნიკური პრობლემის გამო, თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს. როგორც ,,კვირას” სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, უახლოეს პერიოდში პრობლემა მოგვარდება.
,,ტექნიკური პრობლემის გამო, მატარებელი ,,მარჯანიშვილის” მეტროსადგურზე გაჩერდა, საჭიროა მისი გადაყვანა, ამიტომაც, მოძრაობა იქნება მეტროსადგურ ,,ახმეტელიდან” ,,სადგურის მოედნამდე” და ,,სადგურის მოედნიდან” ,,ახმეტელამდე”. უახლოეს პერიოდში პრობლემა მოგვარდება,” – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.