გიორგი ვოლსკი: ბულინგი და შეტევა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ

“მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბულინგი და შეტევა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ.

„მგონია, რომ საერთაშორისო პოზიციები თავის საქმეს შეასრულებს. ეს არ უკავშირდება მხოლოდ პარტიებს შორის დამოკიდებულებას, ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემა, რაშიც ესოდენ დაინტერესებული არიან ჩვენი პარტნიორები. მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ. ბულინგი და შეტევა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი მნიშვნელობის საკითხი დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ვიდრე ეს ცალკეული გამოხტომების ფასია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები