შვეიცარიის ელჩი: ვიმედოვნებთ, პოლიტიკური პარტიები მოძებნიან კომპრომისს, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს
“პროცესები საქართველოში დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა განუცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა კომპრომისი უნდა მოძებნონ, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეს შორის მნიშვნელოვანია ერთმანეთთან დაახლოება. მედიატორებსა და ფასილიტატორებს შეუძლიათ ამ პროცესის მხარდაჭერა, მაგრამ პროცესი საქართველოში უნდა ეფუძნებოდეს დიალოგს, ერთმანეთის პატივისცემას, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშის თანაცხოვრების პატივისცემას. ჩვენ რეალურად ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქართველოში მოძებნის პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.