თბილისში ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური 50 თეთრი გახდება

ახა­ლი, ლურ­ჯი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით მგზავრობისას დედაქალაქის მოსახლეობა, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრს გადაიხდის. ახალი მიკროავტობუსები სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ქსელ­ში 1-ელი აპ­რი­ლი­დან ჩა­ერ­თვე­ბა და გაიაფებული ტარიფით სარგებლობაც სწორედ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი.

შესაბამის გადაწყვეტილებას ითვალისწინებს „თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა“, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული პროგრამის თანახმად, გადახდის ინტეგრირებული სქემის ფარგლებში, ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში თანაბრად შეეძლება მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა.

აღსანიშნავია, რომ სიახლე არ შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს, რადგან ისინი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრანსპორ­ტის ქსელში არ არიან ინტეგრირებულნი. 

„თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა“ და მასთან დაკავშირებული საკითხები  საკრებულოს წევრებს სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ წარუდგინა. ახალი პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს 2023 წლისთვის მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელის სრულად ამოქმედება, ასევე,  თბილისის სატრანსპორტო სისტემის გამართული ფუნქციონირება და მგზავრთა სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო მობილობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები