ნათია თურნავა – ,,ჰერითიჯის ფონდის” კვლევაზე: საქართველო ტრადიციულად ერთ-ერთი ლიდერია ამ კვლევის მიხედვით და თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია გადაყვანილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ,,ჰერითიჯის ფონდის” კვლევას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, საქართველო ამ კვლევის მიხედვით ერთ-ერთი ლიდერია.

,,საქართველო ტრადიციულად ერთ-ერთი ლიდერია ამ კვლევის მიხედვით და თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია გადაყვანილი. თუ არ ვცდები, მსოფლიოს 184 ქვეყანას შორის იყო ჩატარებული ეს კვლევა და ვართ მე-12 ადგილზე და ევროპაში მე-7 ადგილზე. ეს არის ჩვენი არაკორუმპირებულობა, გამჭვირვალობა, რეფორმები ეკონომიკის გახსნილობა უცხოელი ინვესტორების მიმართ, თუნდაც ქართული ენერგეტიკის განვითარებით ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო 77.2 საერთო ქულით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები