პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 კარავია გაშლილი
პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირზე სულ 11 კარავია გაშლილი.
დღეს არ გამოჩენილან ოპოზიციის ლიდერები. აქციის მონაწილეები ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტს გააგრძელებენ.