საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.