მელიქიშვილისა და ჯანაშიას კვეთაზე მდებარე ფერად პანოს განაახლებენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე დიდი ფერადი პანო, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია გამოსახული, მოსახლეობის ინიციატივითა და მერიის ჩართულობით, განახლდება.

„პანო 70-იანი წლებიდან ამშვენებდა ქალაქს და ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. განსაკუთრებული გულისტკივილით მოგვმართა ვერის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმა და გამოთქვეს ჩართულობის მზაობა, რათა ამ ყველაფრის მოწესრიგება მოხდეს. მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რადგან ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე.

გარდა კულტურული ღირებულებებისა, ამ ლექსით გადმოცემული იდეა ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია. ძალიან მალე ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები