ომბუდსმენი: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს
პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 29 იანვარს გაავრცელა განცხადება სწავლების პროცესთან დაკავშირებით, რითაც ასევე ეხმიანებოდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას. აღნიშნულ განცხადებაში საუბარი იყო პანდემიის პირობებში სწავლების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და გამოწვევებზე, ასევე, განსახორციელებელ ღონისძიებებზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.