სერგო ჩიხლაძე: ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის.
როგორც ჩიხლაძემ ნიკა მელიას მიერ გირაოს არგადახდის თემაზე საუბრისას აღნიშნა, იმას რაც ხელისუფლების მხრიდან მელიასთან მიმართებაში ხდება, მართლმსაჯულებასთან და სამართლიანობასთან საერთო არაფერი აქვს.
„ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის.
იმას რაც ხელისუფლების მხრიდან მელიასთან მიმართებაში ხდება, არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, სამართლიანობასთან, ეს არის პოლიტიკური დევნა. მოვუწოდებთ ქართული ოცნებას შეწყვიტოს ყველა სახის პოლიტიკური დევნა, გაათავისუფლოს ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პოლიტპატიმრები”,- განაცხადა ჩიხლაძემ.