“ხანძარი სამშენებლო მასალებს გაუჩნდა, სადაც დიდი რაოდენობით გუდრონი, საღებავები და პლასტმასის ნივთები ინახებოდა” – ოთარ კერესელიძე
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, აგლაძის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა, ხანძარი სასაწყობე ფართსა და მაღაზაში გაჩნდა.
„ხანძარი გაჩნდა სასაწყობე ფართსა და მაღაზაში, ჯამურად, 1000 მ/კვადრატის რადიუსზე. ადგილზე მობილიზებული იყო 20 სახანძრო მანქანა და ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულები არ არიან.
ხანძარი გაუჩნდა შერეულ სამშენებლო მასალებს, სადაც დიდი რაოდენობით გუდრონი, საღებავები და პლასტმასის ნივთები ინახებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული,“ – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.