გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინასთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს, ამ სახის ურთიერთობებს ოდნავ მაინც ზიანი მიაყენოს

“დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინასთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს, ამ სახის ურთიერთობებს ოდნავ მაინც ზიანი მიაყენოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნები ხედავენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს.

„ცუდია, რომ ეს ადამიანი იყო საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლებას ჭკუის დარიგება უწევს იმ ადამიანის მიმართ, ვისაც დღეს პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს. პარტნიორი ქვეყნები ხედავენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და არც სხვა ქვეყნის და არც უკრაინის მოქალაქეს უფლება არ აქვს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და, მით უმეტეს, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები ჰქონდეს. უკრაინასთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს, ამ სახის ურთიერთობებს ოდნავ მაინც ზიანი მიაყენოს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება და უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს ,,კორუმპირებულს,, უწოდებს და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა დღეს კომეტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

„კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს, თავი შეიკავოს მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დამოურჩლებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები