ოკეანის დამპყრობლები – რეზინის იხვების მრავალწლიანი „მოგზაურობა“
1992 წლის 21 იანვარს წყნარ ოკეანეში გემს 30 000 რეზინის იხვი გადაჰქონდა ჰონგ-კონგიდან ტაკომოში. გემი ქარიშხალში მოჰყვა, რის შედეგადაც იხვებმა „თავისუფლება მოიპოვეს“ და ღია ოკეანეში „გაცურეს“. სამი თვის შემდეგ 20 ათასმა რეზინის იხვმა ინდონეზიის ნაპირებს მიაღწია. დანარჩენი 10 ათასი, ერთი წლის შემდეგ ალასკაზე აღმოჩნდა, ხოლო კიდევ სამი წლის შემდეგ წყნარ ოკეანეში, უკვე იაპონიაში მოხვდა.
მათი ისტორია ამით არ მთავრდება. რამდენიმე იხვმა ბერინგის სრუტეში ამოჰყო თავი და არქტიკულ ყინულში აღმოჩნდა, სადაც მოძრაობას აგრძელებდა, დაახლოებით, ერთი მილის სიჩქარით დღეში. 2000 წელს ისინი ჩრდილოეთ ატლანტიკაში გამოჩნდნენ. ყინული გალღვა და იხვებმა ვოიაჟი განაგრძეს. შედეგად, ისინი 2003 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში მოხვდნენ, ატლანტის ოკეანის მხრიდან.
კიდევ ხუთი წლის შემდეგ უკანასკნელი 5 ათასი იხვი დიდ ბრიტანეთში იხილეს.
ამ დროისთვის ოკეანის დამპყრობელ იხვებზე კოლექციონერები ნადირობენ. 2011 წელს გამოვიდა წიგნი, სადაც წერია, რომ 28 800 იხვის ბედია ცნობილი. მათ გადაადგილებას თვალს ადევნებდა ამერიკელი კარტოგრაფი კიორტის ებსმეიერი. ამ შემთხვევამ საერთაშორისო ოკეანოლოგიური, მეტეოროლოგიური და გეოგრაფიული საზოგადოების ყურადღებას მიიპყრო, ვინაიდან შესაძლებელი გახდა დაკვირვებოდნენ ოკეანის დინების თავისებურებებს.
აღნიშნული შემთხვევის შემდეგ NASA-მ ეს შესაძლებლობა წყნარი ოკეანის წყალქვეშა დინებების დაკვირვებისთვის გამოიყენა. სათამაშოები გრენლანდიაში ერთ-ერთ მყინვართან მოათავსეს. ყველა იხვში ჩადეს წერილი, რომლის თანახმადაც, იხვის მპოვნელი ჯილდოს მიიღებდა, თუკი მითითებულ მისამართზე წერილს გამოაგზავნიდა იხვის პოვნის შესახებ.