ყველა იმ კლინიკის შესწავლა მოხდება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო ყველა იმ კლინიკას შეისწავლის, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, თითოეული დეტალი გათვალისწინებული იყოს, რომ ვაქცინაციის პროცესი ჩვენი მედიკოსებისთვის და, შემდგომში, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო იყოს.

ასევე, დაწყებულია რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა, უკვე შერჩეულია 10 კლინიკა და, შესაბამისად, კიდევ გვაქვს დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა. რეგულირების სააგენტოს საბოლოო მონიტორინგის შემდეგ გავასაჯაროებთ, რომელი კლინიკები იქნებიან ვაქცინაციის პროცესში ჩართული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები