გურამ მაჭარაშვილი: რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად გავაკეთეთ, ახლა ოპოზიციის გადასაწყვეტია, თავიანთ პროცესს სად გააგრძელებენ – ქუჩაში თუ პარლამენტში
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ მოლაპარაკებების მხრივ ყველაფერი გააკეთა და ახლა ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, პოლიტიკურ პროცესს სად გააგრძელებს.
„ჩვენ რაც შეგვეძლო მაქსიმალურად გავაკეთეთ. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა კარგად იციან, რომ ყველა პირობა მოლაპარაკების მაგიდასთან დავდეთ. ახლა ოპოზიციის გადასაწყვეტია, თავიანთ პროცესს სად გააგრძელებენ – ქუჩაში თუ პარლამენტში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.