მთავარეპისკოპოსი იაკობი: მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ქვეყანას არავის დავაშლევინებთ

“იქნება მესამე ძალა, ბევრად ძლიერი – სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და გამოცდილი”  – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება მათგან, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებეზე არ უნდა იფიქრონ.

„ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს – მანამდე ვისაც ვუსმენდი, არც პოზიცია და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ. რა არის იცით, საქმის ბოლო დასაწყისიშივე უნდა ეძებოო. ვფიქრობ, რომ ის არ იციან, მერე რა იქნება, ერთმანეთს დაეჯახნენ თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და გამოცდილია.

მესამე ძალა თუ გაინტერესებთ, იქნება მესამე ძალა, ბევრად ძლიერი. შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრნი. ორივე მხარეს ბევრი ძალიან კარგია. პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებეზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას არავის დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები