ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო კლინიკების გაძლიერებით შევძლებთ, რომ პანდემია გაცილებით უფრო ეფექტურად ვმართოთ

“სახელმწიფო კლინიკების გაძლიერებით შევძლებთ, რომ პანდემია გაცილებით უფრო ეფექტურად ვმართოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო კლინიკების წილის გაზრდა მენეჯმენტის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია.

,,ინფექციური საავადმყოფოს შენობა შევიძინეთ, ახლა მიმდინარეობს დეტალური მუშაობა შიდა გეგმარებისთვის. გეგმარება აუცილებლად უნდა იყოს მაღალი სტანდარტის, შემდეგ უკვე განხორციელდება სარემონტო სამუშაოები.

საქართველოში არის საკმაოდ დიდი დისბალანსი, როდესაც პირობითად, აშშ-ში ან გერმანიაში კერძო კლინიკების წილი არის 20-30%, საქართველოში კი სახელმწიფოს წილი არის მხოლოდ 15% და ეს მნიშვნელოვნად ართულებს ისეთი პროცესების მართვას, რომელიც ჩვენ დღეს კოვიდპანდემიის პირობებში გვესაჭიროება. სწორედ სახელმწიფო კლინიკების გაძლიერებით, ჩვენ ვთვლით, რომ შევძლებთ, გაცილებით უფრო ეფექტურად ვმართოთ ეს რთული მოვლენა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები