ჯო ბაიდენის შტაბმა ინაუგურაციის განრიგი გამოაქვეყნა
აშშ-ის არჩეული, 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შტაბმა ინაუგურაციის განრიგი გამოაქვეყნა, სადაც გაწერილია საუკუნოვანი ტრადიციების დეტალები, თუმცა, წელს ღონისძიება განსხვავებულ რეჟიმში ჩატარდება.
კერძოდ: ადგილობრივი დროით 8:45 საათზე ბაიდენი მეუღლესთან, ჯილთან, ასევე, არჩეულ ვიცეპრეზიდენტთან – კამალა ჰარისსა და მის მეუღლესთან ერთად ვაშინგტონში წმინდა მათეს საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრებიან.
– 10:30 საათზე ბაიდენი და ჰარისი კაპიტოლიუმში მივლენ, სადაც 11:15 საათზე ჰარისი ფიცს დადებს.
– 12:00 საათზე ფიცს უკვე თავად ბაიდენი დადებს და მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
– 13:40 საათზე უკვე მოქმედი პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი მცირერიცხოვან სამხედრო აღლუმს დაესწრებიან.
– 14:25 საათზე ბაიდენი არლინგტონის სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
– 15:15 საათზე სამხედროები ბაიდენისა და მის ოჯახს მის ახალ სახლში – თეთრ სახლში საზეიმო ვითარებაში მიაცილებენ.
– 17:15 საათზე ბაიდენი რიგ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერს ხელ, ნახევარი საათის შემდეგ ფიცს დაადებინებს კაბინეტის ახალ წევრებს.
და ბოლოს, 20:48 საათზე ბაიდენი და ჰარისი, მეუღლეებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან, სადაც სიტყვით გამოვლენ და უკვე 21:55 საათზე ორივე ოჯახის წევრები ერთად თეთრი სახლის აივანზე გამოჩნდებიან.