სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილი იყო ყინულმჭრელივით, თითქოს, ის გვიცავდა და იცავდა ქვეყანასაც, დღეს ასე აღარაა და ბუნებრივია

“ბიძინა ივანიშვილი იყო ყინულმჭრელივით, ჭრიდა ყინულს, ყველა დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მას მივყვებოდით უკან, მშვიდად, ვიცოდით, რომ თავისი ერთი წინადადებით თუ არაორდინალური ქმედებით, შეეძლო, გამოესწორებინა ის, რაც ჩვენ ვერ გავთვალეთ.
თითქოს, ის გვიცავდა და იცავდა ქვეყანასაც. დღეს ასე აღარაა და ბუნებრივია, ამაში თავისი პლუსიცაა. შედიხარ რეალურ გამოწვევებთან პირისპირ ბრძოლაში და აღარ გაქვს მოდუნების საშუალება. ეს ნამდვილად კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნორმალური ოპოზიცია გვეყოლებოდა. როცა შენი მთავარი ოპონენტი ძალაუფლების მანიაკების ხროვაა, არაორდინალურ ვითარებაში ხარ. როცა ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში, ბიძინა ივანიშვილის წონის პოლიტიკური ფიგურა გიდგას გვერდით თუ წინ მიგიძღვის, მაშინ გაცილებით ადვილია გამოწვევებთან ბრძოლა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები