მიხეილ სააკაშვილი: ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს

ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა, მე არასდროს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ, მომწონს-მეთქი, ამას არანაირი გამართლება არ აქვს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის გაადაწყვეტილებას, რომ ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.
„საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს. როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებული გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, ბერლინის კაბარეებში უნდა გამოვიდე და გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა, ომი კი გვქონდაო?! მე ნამდვილად არ ვადარებ ახლა. ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა. მე არასდროს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ იორკის „სითი გალერიში“, სადაც ხალხი 50 წუთი უკრავდა ფეხზე ამდგარი ტაშს. ეს ყველაფერი ასეა, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ, მომწონს-მეთქი, ამას არანაირი გამართლება არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები