საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც გახარია Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი.
პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს.
„სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.