სალომე ზურაბიშვილი: გუშინ აშშ-ის ინსტიტუტებმა ძალადობის წინაშე საკუთარი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება შეძლეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის ინსტიტუტებმა ძალადობის წინაშე საკუთარი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება შეძლეს.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად ძლიერი ამერიკა სჭირდება

“30 წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის მაგალითია. შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, აშშ-ის ინსტიტუტებმა ძალადობის წინაშე საკუთარი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება შეძლეს. საქართველოს დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად ძლიერი ამერიკა სჭირდება”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები