პრეზიდენტის მრჩევლებმა ალილოსათვის მოწყობილ კარავში საშობაო ნობათი მიიტანეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს მიერ რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ კარავში, სადაც ალილოსათვის შემოწირულობა გროვდება, პრეზიდენტის სახელით, საშობაო ტკბილეულის კალათები მიიტანეს.

წელს, პანდემიიდან გამომდინარე, თბილისის ქუჩებში ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ გაიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე ალილოსათვის შეგროვებული ტკბილეული ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები